Accentnews.ge
ეროვნული ბანკი – რუსეთიდან გადმორიცხვები კვლავ გაიზარდა

ეროვნული ბანკი – რუსეთიდან გადმორიცხვები კვლავ გაიზარდა

17/10/2022 10:21:08 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2022 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 387.2 მლნ აშშ დოლარი (1103.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 84.6%-ით (177.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების თითქმის 45%, ანუ თითქმის 174 მილიონი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციაზე მოდის.

რუსეთის ფედერაციიდან გზავნილებმა რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს, დაახლოებით 314 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ამის შემდეგ, გზავნილების მოცულობა თანდათან შემცირდა და აგვისტოში დაახლოებით 111 მილიონი გახდა.

სექტემბრის თვეში აგვისტოსთან შედარებით, რუსეთიდან გზავნილები დაახლოებით 63 მილიონი აშშ დოლარითაა გაზრდილი.

სექტემბერში რუსეთში უკრაინის ომის გამო ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რის გამოც, საქართველოში რუსეთის ათი ათასობით მოქალაქე ჩამოვიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S