Accentnews.ge
სარჯველაძე – ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ "ლელოს" მოთხოვნაზე: "ტრაგედიის რომელიმე საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირება პოლიტიკური მოროდიორიზმია"

სარჯველაძე – ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ "ლელოს" მოთხოვნაზე: "ტრაგედიის რომელიმე საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირება პოლიტიკური მოროდიორიზმია"

17/10/2022 10:39:43 პოლიტიკა

"ტრაგედიის რომელიმე საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირება პოლიტიკური მოროდიორიზმია და სხვა არაფერი!", - ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე „ლელოს“ მოთხოვნას ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ.

მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის დაწყებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა წინასწარ კონსულტაციებია, რასაც „ლელოს“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

„ხშირ შემთხვევაში, საკანონმდებლო ინიციატივების დროს ოპოზიცია გვაკრიტიკებს, რომ ნაკლები კონსულტაციები იყო, მაგრამ როდესაც თვითონ საერთოდ საკითხს უკონსულტაციოდ წარმოადგენენ, სწორედ ამას უნდა მიაწერონ, რომ კანონის პროექტის განხილვა ისე სწრაფად არ ხდება, როგორი სურვილიც მათ აქვთ. რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსს, ამ თემაზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფი იყო შექმნილი, რომელში მონაწილეობისგან, მათ შორის „ლელოს“ წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S