Accentnews.ge
რა უნდა აშშ-ს შავ ზღვაში - ზალკალიანის განმარტება

რა უნდა აშშ-ს შავ ზღვაში - ზალკალიანის განმარტება

17/10/2019 13:25:33 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, შავი ზღვა და საქართველო ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის სტრატეგიული მიმართულებაა. ამის შესახებ მან ენმ-ის წევრ რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. გოცირიძემ გაიხსენა „ლალოს“ დამფუძნებლის სიტყვები, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილმა მამუკა ხაზარაძეს უთხრა, „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში“ და გოცირიძე დაინტერესდა ზალკალიანის შეფასებით. ზალკალიანმა აღნიშნულ ინფორმაციას სპეკულაცია უწოდა და შეფასებისგან თავი შეიკავა და მხოლოდ აშშ-ის ინტერესებზე გაამახვილა ყურადღება. 

„დიახ, ამერიკელებს აქვთ ინტერესი და როგორც აქამდე იყო, მომავალშიც იქნება შავი ზღვა და მთლიანად რეგიონი აშშ-ის ინტერესის არეალში. სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში ნატო-სთან კონტექსტში და ნატო-ს სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებით დაწყებული 2015 წლიდან, მიანიშნებს იმაზე, რომ შავი ზღვა და საქართველო პრიორიტეტულია ამერიკასთან მიმართებით და ნატო-ს კონტექსტში. ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც 2018 წელს ბრიუსელის სამიტზე იქნა მიღებული, სწორედ შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკას განსაზღვრავს. არის კონკრეტული მიმართულებები საქართველოსთან მიმართებაში. საუბარია ისეთ კონკრეტულ თემებზე, როგორიც არის აბორდაჟის ჯგუფის ვარჯიშებში მონაწილეობა; შავი ზღვის პორტებში ჩვენი ამერიკელი და ნატო-ელი პარტნიორების გემების ვიზიტები; ინფორმაციის გაცვლა შავი ზღვის გარშემო მიმდინარე უსაფრთხოებებთან დაკავშირებით. როგორც აქამდე, ისე მომავალში იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნორის სტრატეგიული ინტერესის სფეროში და ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ. ეს არის დასტური და არა სპეკულაციები“,- განაცხადა ზალკალიანმა. 

რაც შეეხება ანაკლიის თემას, ზალკალიანის თქმით, პროექტი უნდა განხორციელდეს და ირწმუნება, რომ მას საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S