Accentnews.ge
ყირიმში აფეთქებების შესახებ იუწყებიან

ყირიმში აფეთქებების შესახებ იუწყებიან

17/10/2022 13:50:52 ევროპა

17 ოქტომბერს ჟანკოეს მაცხოვრებლები სოციალური ქსელების მეშვეობით იუწყებიან აფეთქებების შესახებ.

კელეგრამ–არხ «Типичного Джанкоя»–ის გამომწერებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე აფეთქების ხმა ისმოდა არა მხოლოდ ჯანკოეში, არამედ კრასნოგვარდეისკის რაიონშიც.

ერთ–ერთი ვერსიით, აფეთქებების ხმები განაღმვის პროცესის გამო ისმის.

ოფიციალურად, ყირიმის რუსეთის ხელისუფლებას და რუსეთის სახელმწიფო მედიას ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მომხდარი აფეთქებების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

ცნობისთვის: ყირიმსა და სევასტოპოლში აგვისტოდან აფეთქებები ყოველდღიურობად იქცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S