Accentnews.ge
შემოსავლების სამსახური: "სარფში ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები აღმოვაჩინეთ"

შემოსავლების სამსახური: "სარფში ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები აღმოვაჩინეთ"

17/10/2022 13:58:52 სამართალი

სარფში ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული, საქართველოს მოქალაქის ა.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ორი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე იარაღის დეტალები, 18 ცალი ვაზნა და სხვადასხვა ზომის ხუთი დანა აღმოაჩინეს.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა“,- აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S