Accentnews.ge
რუსეთმა ისევ მიიტანა საჰაერო იერიში უკრაინის ქალაქებზე

რუსეთმა ისევ მიიტანა საჰაერო იერიში უკრაინის ქალაქებზე

18/10/2022 06:21:43 ევროპა

სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად.

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის ინფორმაციით, წუხელ, ნიკოლაევს შეუტიეს რაკეტებით ეს-300. დანგრეულია ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი და დაზიანებულია ელექტროენერგიით მომარაგების სისტემა.

რუსეთის სამხედრო ძალების შეტევის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზებია განადგურებული დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონშიც. დღეს დილით აფეთქებები იყო ხარკოვსა და კრივოი როგშიც. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

დილიდან საჰაერო განგაშია გამოცხადებული უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე.

17 ოქტომბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით შეტევა განახორციელეს უკრაინის დედაქალაქ კიევსა და სუმის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის და ლვოვის ოლქებზე. მხოლოდ კიევში, საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი. უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლების გარდა რუსული ძალების სამიზნე იყო ენერგოობიექტები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გენერალმა კოანაშენკოვმა განაცხადა, რომ "მაღალი სიზუსტის იარაღით" შეუტიეს უკრაინის სამხედრო და ენერგეტიკის ობიქტებს და წინასწარ განსაზღვრული ყველა სამიზნე გაანადგურეს. რუს გენერალს არაფერი უთქვამს დარტყმაზე კიევის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ სახლზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S