Accentnews.ge
ბორელი: "უკრაინიდან ბავშვების სისტემატური გატაცება ომის დანაშაულია"

ბორელი: "უკრაინიდან ბავშვების სისტემატური გატაცება ომის დანაშაულია"

18/10/2022 06:36:18 ევროპა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინელი ბავშვების გატაცება ომის კიდევ ერთი დანაშაულია.

„ჩვენ ვაგრძელებთ მასობრივი სისასტიკის ფაქტების და რუსული ძალების მიერ უკრაინიდან ბავშვების სისტემატური გატაცების შესახებ ცნობების აღმოჩენას. თუ დადასტურდება, ეს ომის კიდევ ერთი დანაშაული იქნება", - აღნიშნა ბორელმა ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაძლიერდეს.

„ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს", - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S