Accentnews.ge
2548 ტანკი, 1622 საარტილერიო სისტემა, 65 800 სამხედრო – უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე საუბრობს

2548 ტანკი, 1622 საარტილერიო სისტემა, 65 800 სამხედრო – უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე საუბრობს

18/10/2022 08:02:52 ევროპა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 530 ჯარისკაცი დაკარგა, – იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 18 ოქტომბერს.

ჯამში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსულმა ძალებმა დაკარგეს დაახლოებით 65,8 ჯარისკაცი – ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, რუსეთმა დაკარგა:

  • ტანკი – 2548 (+11 ბოლო 24 სათში),
  • ჯავშანტექნიკა – 5219 (+14),
  • საარტილერიო სისტემა – 1622 (+23),
  • მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 372 (+6),
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა – 188 (+1),
  • საბრძოლო თვითმფრინავი – 268,
  • ვერტმფრენი – 242,
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1276 (+35),
  • გემი/ნავი –16,
  • სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი – 3985 (+16),
  • სპეცტექნიკა –144,
  • ფრთოსანი რაკეტა – 318.

21 სექტემბერს, ექვს თვეში პირველად, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში დანაკარგების შესახებ განაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ირწმუნება, რომ უკრაინის ომში 5937 რუსი სამხედრო დაიღუპა.

რუსეთმა დილიდან განაახლა უკრაინის ქალაქებზე საჰაერო იერიში რაკეტებითა და დრონებით. ბრიტანული დაზვერვის ცნობით, "უკრაინის ინფრასტრუქტურაზე გახშირებულ შეტევა ბრძოლის ველზე რუსეთის მარცხს უკავშირდება".

უწყების შეფასებით, რუსეთის ძირითადი მიზანია უკრაინის ენერგოგამანაწილებელი ქსელისთვის ფართომასშტაბიანი ზიანის მიყენება.

"იმის გამო, რომ აგვისტოდან რუსეთი ბრძოლის ველზე მარცხს განიცდის, მზად არის უკრაინის სამხედრო ობიექტებთან ერთად დარტყმა მიაყენოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც", – აცხადებს ბრიტანული დაზვერვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S