Accentnews.ge
ხერსონში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული სუ-25 ჩამოაგდეს

ხერსონში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული სუ-25 ჩამოაგდეს

18/10/2022 09:21:38 ევროპა

ხერსონის რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული სუ-25 თავდამსხმელი თვითმფრინავი გაანადგურეს, – იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერი იური იგნატი.

„ცოტა პოზიტივი. ხერსონის რაიონში საჰაერო სარდლობამ „სამხრეთმა“ რაშისტების სუ-25 ჩამოაგდო. მინუს ერთი თვითმფრინავი, ”- დაწერა მან ტელეგრამ–არხზე.

მისივე ცნობით, რომ ღამით უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს ექვსი დრონი – შაჰედ-136.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 18 ოქტომბრის მდგომარეობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 268 თვითმფრინავი დაკარგა.

გარდა ამისა, ცნობილია მინიმუ, სამი შემთხვევა, როდესაც რუსეთის სამხედრო თვიმფრინავები რუსეთისვე ტერიტორიაზე ჩამოვარდნენ. ერთ–ერთი ინციდენტი 17 ოქტომბერს მოხდა. დაიღუპა 13 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S