
ქერჩის ხიდის შესასვლელთან უზარმაზარი რიგებია
18/10/2022 11:53:19 ევროპა
8 ოქტომბერს მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაზიანებული ქერჩის (ყირიმის) ხიდის შესასვლელთან უზარმაზარი რიგი შეიქმნა,– იუწყებიან ყირიმის ტელეგრამ–არხები.
„ქერჩის ხიდთან ჯოჯოხეთური საცობია. 4,5 საათი ვდგავართ, თუმცა გაჩერებამდე 15-ზე მივედით. როგორც ჩანს, მანქანებს ჭანჭიკებამდე ჩხრეკენ. 40 წუთის განმავლობაში ჩვენ წინ მხოლოდ ერთმა მანქანამ გაიარა. ეს არის გზა ყირიმისკენ“, - იუწყება «ЧП/Симферополь».
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ყირიმიდან ლეონიდ ბაბაშოვმა განაცხადა, რომ ქერჩის ხიდის შესასვლელთან მანქანების შემოწმება რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს:
„მგზავრები ნივთებით გადმოდიან მანქანიდან და გადიან სკანირებას. ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. მე თვითონ ჯერ არ გამივლია, მაგრამ კოლეგებმა მიდიოდნენ და მითხრეს, რომ ასეთია ნორმები ხიდზე“.
17 ოქტომბერს რუსეთის ხელისუფლებამ ქერჩის ხიდზე ავტობუსების მოძრაობა განაახლა. ამის შემდეგ წარმოიქმნა საცობები. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ხიდზე 80-მდე ავტობუსი გადავიდა.
ქერჩის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. რუსი გამომძიებლების ინფორმაციით, ხიდზე სატვირთო მანქანა ააფეთქეს.