Accentnews.ge
ზალკალიანი:"ავტოკეფალია უკრაინის წინა საგარეო საქმეთა მინისტრს  საჯაროდაც მივულოცე, პირადადაც"

ზალკალიანი:"ავტოკეფალია უკრაინის წინა საგარეო საქმეთა მინისტრს საჯაროდაც მივულოცე, პირადადაც"

17/10/2019 14:34:56 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

უკრაინის ავტოკეფალია ჩემს წინა კოლეგას საჯაროდაც მივულოცე, პირადადაც, „ტვიტერზეც“ დავწერე მილოცვა და „ფეისბუქზეც“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პარალმენტში უკრაინისთვის ავტოკეფალიის მილოცვის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რაც შეეხება უკრაინის ეკლესიის აღიარებას, მე მივულოცე წინა კოლეგას. ასევე, ეს იყო ჩემი საჯარო განცხადებაც, „ტვიტიც“ მქონდა, „ფეისბუქზეც“ მივულოცე და პირადად მასაც მივულოცე. უფრო მეტიც, ჩვენმა ელჩმა მონაწილეობა მიიღო მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიაში, რომელიც კიევში ჩატარდა და იქ რამდენიმე საელჩო იყო წარმოდგენილი. ერთ-ერთი გახლდათ საქართველოს საელჩო. რა თქმა უნდა, ჩვენ უკრაინასთან ყველა მიმართულებით გვექნება კონსულტაციები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის კუთხით, ჩვენ ერთმანეთის ინიციატივებს ვუჭერთ მხარს და მომავალშიც დავუჭერთ“, - განაცხადა ზალკალიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S