
ესტონეთმა რუსეთი "ტერორიზმის სპონსორად" აღიარა
18/10/2022 13:03:08 ევროპა
ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი "ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ" გამოაცხადა. დეპუტატებმა ასევე დაგმეს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის მიერ ანექსია.
„მხარს ვუჭერთ უკრაინის პარლამენტის მიმართვას სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, ვაცხადებთ რუსეთის რეჟიმს ტერორისტულად, ხოლო რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, რომლის ქმედებებსაც პასუხი ერთობლივად უნდა გაეცეს“,– ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა. თავის შეკავების და წინააღმდეგ ხმის მიცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
პარლამენტი რუსეთს აკვალიფიცირებს, როგორც "მშვიდობის მთავარი საფრთხე ევროპაში" და გმობს უკრაინის ომს. პარლამენტმა ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ და სეპარატისტების დაჯგუფებები.