Accentnews.ge
ზალკალიანი - რასმუსენის წინადადებაზე: „ამაზე ვმუშაობთ“

ზალკალიანი - რასმუსენის წინადადებაზე: „ამაზე ვმუშაობთ“

17/10/2019 14:50:10 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო მუშაობს პარტნიორ სახელმწიფოებთან ქვეყნის ნატო-ში წევრობის თაობაზე კონსენსუსის მიღწევის კუთხით.   ამის შესახებ ზალკალიანმა პარლამენტში განაცხადა. პარლამენტში დაინტერესდნენ ზალკალიანის პოზიციით ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გაჟღერებულ იდეასთან დაკავშირებით. აღნიშნული იდეის თანახმად, საქართველო გახდენა ნატო-ს წევრი იმ დათქმით, რომ პირველ ეტაპზე კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი მხოლოდ ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდება.    

„2008 წელს, როდესაც ბუქარესტში იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ საქართველო გახდენა ნატოს წევრი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში (ეს მთავარი დოკუმანტია, რითიც ვხედლმძღვანელობთ), ასევე 2011 წელს, როდესაც  საქართველო ასპირანტ ქვეყნად იქნა გამოცხადებული, კითხვის ნიშნის ქვეშ არ ყოფილა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა დასმული. სასურველი იქნებოდა, რასმუსენს როდესაც გენერალური მდივანი იყო, მაშინაც მსგავსი განცხადება გაეკეთებინა. ვფიქრობ, აუცილებელია მუშაობა პარტნიორებთან. ეს კონსენსუსის საგანი უნდა იყოს - გადაწყვეტილება კონსენსუსის პრინციპით მიიღება. ამიტომ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან კონსენსუსი უნდა იყოს მიღწეული ამაზე, ამ მხრივ მუშაობაა საჭირო და ჩვენ ყველა პარტნიორთან, როგორც ინდივიდუალურად, ისე ნატო-ს ფარგლებში ამაზე ვმუშაობთ“,- განაცხადა ზალკალიანმა.  

იხილეთ ასევე: რასმუსენ-აპატურაის მიერ გამოწვეული ვნებანი და საერთო ეროვნული იდიოტიზმი ტერიტორიული მთლიანობის ჭრილში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S