Accentnews.ge
სასტიკი ბრძოლები ბახმუტისთვის: რა სტრატეგიული დანიშნულება აქვს დასახლებას  რუსებისთვის

სასტიკი ბრძოლები ბახმუტისთვის: რა სტრატეგიული დანიშნულება აქვს დასახლებას  რუსებისთვის

18/10/2022 13:59:11 ევროპა

ამჟამად უკრაინაში ერთ–ერთი ცხელი წერთილი, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, ბახმუტია. რუსული არმია ამ მონაკვეთზე შეტევის განხორციელებას ცდილობს.

სამხედრო ექსპერტ რომან სვიტანის შეფასებით, რუსი სამხედროების მიზანი წყალსაცავია, რომელიც ბახმუტთან მდებარეობს.

„ბახმუტზე შეტევას ახოციელებენ „ვაგნერის“ დაქირავებულები. ეს ერთ–ერთი მიმართულებაა ორიდან, სადაც რუსები შეტევითი ოპერაციის განხორციელებას ცდილობენ. „ვაგნერის“ ამოცანაა, გავიდეს წყალსაცავზე, რომელიც ბახმუტს მიღმაა განთავსებული, რადგან ჩვენი ინფორმაციით, დონეცკის წყალსაცავი დაზიანებულია, ამიტომ, წყალი სჭირდებათ. ამდენად, ეს ამოცანა დაუსახეს „ვაგნერის“ მებრძოლებს, რომელთანაც გამკლავება მათ ბოლო რამდენიმე თვეა, ვერ შეძლეს და ვერც გაუმკლავდებიან: ამ ამოცანის შესასრულებლად იქ რუსი სამხედროების საკმარისი რაოდენობაა არაა; გეოგრაფიული მდებარეობაც სპეციფიურია. ამდენად, ბახმუტი წარმოადგენს დაბრკოლებას რუსებისთვის. ამასთან, ბოლო პერიოდში უკრაინის არმიამ დამატებითი ნაწილები გადაისროლა ამ მიმართულებით, იქ ასევე მუშაობს არტილერია. ჩვენი მებრძოლები ცდილობენ ლისიჩანსკის აღებასაც. ამ ამოცანის შესრულების შემდეგ, ვაგნერელებს, რომლებიც ზეწოლას ახორციელებენ ბახმუტზე, მოუწევთ ვითარების გადაფასება. ვფიქრობ, ეს საკითხი რამდენიმე კვირაში გადაწყდება“,– განმარტავს სამხედრო ექსპერტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S