Accentnews.ge
რუსეთი ფრონტზე წინსვლას ფსიქოლოგიურ ტერორს ამჯობინებს - ISW

რუსეთი ფრონტზე წინსვლას ფსიქოლოგიურ ტერორს ამჯობინებს - ISW

18/10/2022 14:41:08 ევროპა

17 ოქტომბერს კიევზე საცხოვრებელ რაიონებში განხორციელებული სარაკეტო დარტყმები აჩვენებს, რომ რუსეთი უპირატესობას ანიჭებს ფსიქოლოგიურ ტერორს და ბრძოლის ველზე ხელშესახებ მიღწევებს, – ნათქვამია აშშ-ის ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ მოხსენებაში.

„რუსეთი აგრძელებს ირანთან ურთიერთობის გამოყენებას დრონების და სავარაუდოდ, რაკეტების მოსაპოვებლად მისი სულ უფრო დაცლილი სარაკეტო არსენალის შესავსებად. 17 ოქტომბერს კიევის საცხოვრებელ ტერიტორიებზე დარტყმები იმაზე მეტყველებს, რომ რუსული ძალები ამჯობინებენ ფსიქოლოგიურ ტერორს ბრძოლის ველზე ხელშესახები მიღწევების ნაცვლად “, - აღნიშნავენ ექსპერტები.

ISW-ის ექსპერტები განმარტავენ, რომ უპილოტო საფრენ აპარატებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და მოკლან ან დააშავონ მრავალი ადამიანი, თუმცა ვერ აღწევენ „მნიშვნელოვანი სამხედრო ეფექტს“.

„ეს ანალიზი მიუთითებს, რომ რუსული ძალები აგრძელებენ შაჰედ-136 დრონების გამოყენებას სამოქალაქო ტერიტორიებზე ფსიქოლოგიური ეფექტების შესაქმნელად, ნაცვლად იმისა, რომ ასიმეტრიული ოპერაციული ეფექტის შექმნა სცადონ სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ კონცენტრირებული დარტყმებით“, – აღნიშნავენ მკვლევარები.

10 ოქტომბრიდან მოყოლებული რუსეთი საჰაერო შეტევებს ახორციელებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რაკეტებითა და დრონებით. თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S