Accentnews.ge
შმიგალი: "უკრაინამ ევროკავშირისგან მიიღო 2 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარება"

შმიგალი: "უკრაინამ ევროკავშირისგან მიიღო 2 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარება"

18/10/2022 14:54:17 ევროპა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ კიევმა 18 ოქტომბერს ევროკავშირისგან მიიღო 2 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური დახმარება - პირველი ტრანში 5-მილიარდიანი პაკეტისა, რომელიც ევროკავშირმა უკრაინას გამოუყო ქვეყანაში რუსეთის შეჭრის გამო.

„ეს დამატებითი ფინანსური რესურსი დაგვეხმარება გადაუდებელი საბიუჯეტო ხარჯების დაფარვაში. კერძოდ, სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროებში“, - დაწერა შმიჰალმა „ტელეგრამში“.

შმიჰალის თქმით, უკრაინამ წელს მთლიანობაში 4,2 ევროს მოცულობის მაკრო-საფინანსო დახმარება მიიღო ევროკავშირისგან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S