
ირანული დრონების 70%-ს სტაბილურად ვაგდებთ – კირილ ბუდანოვი
18/10/2022 16:15:13 ევროპა
ირანული დრონების 70%-ს სტაბილურად ვაგდებთ, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ირანის მიერ რუსეთისთვის გადაცემული უპილოტო საფრენის აპარატების პირველი პარტია 1 750 დრონს ითვლიდა.
“პირველი პარტია 1 750 დრონის რაოდენობით იყო შეკვეთილი, შემდეგ ახალი შეკვეთები გაკეთდა, მაგრამ მათი წარმოებისა და რუსეთისთვის მიწოდების სისწრაფე, უნდა გესმოდეთ, ერთმომენტიანი პროცესი არ არის. მათ ნელ-ნელა ეწურებათ ისინი, ირანელები ახლებს აკეთებენ, მაგრამ საკითხის მეორე მხარეც არსებობს - დრონების დაახლოებით 70%-ს ჩვენ სტაბილურად ვაგდებთ”, - თქვა ბუდანოვმა.
მისივე თქმით, რუსეთს რაკეტების მარაგი ეწურება. კერძოდ, “ისკანდერის” ტიპის რაკეტების რაოდენობა უკვე 13%-ს მიუახლოვდა.
იხილეთ ასევე: ირანი რუსეთს რაკეტებისაც დაპირდა – Reuters