
კახეთში ბავშვთა სახლიდან გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ
18/10/2022 17:37:20 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ეძებენ 14 წლის ბიჭს, რომელიც ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლიდან 17 ოქტომბერს გაუჩინარდა.
არსებული ინფორმაციით, 14 წლის ბიჭი ბავშვთა სახლში რამდენიმე კვირის წინ გადაიყვანეს. მანამდე ის ერთ-ერთ ოჯახში მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა. მიმღები ოჯახი მოზარდმა თვითნებურად დატოვა. მაშინ მოზარდი პოლიციამ მალევე იპოვა და ბავშვთა სახლში გადაიყვანა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.