
საყულიაში კაცმა რძალი დაჭრა
18/10/2022 18:08:32 სამართალი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში კაცმა რძალი ცივი იარაღით დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქმრის საფლავზე იმყოფებოდა და თავდასხმაც ამ დროს მოხდა.
როგორც მრდიკოსები აცხადებენ, ქალს ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება.
თავდამსხმელი დაკავებულია.
გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს.