Accentnews.ge
ბავშვთა სახლიდან დაკარგული მოზარდი იპოვეს

ბავშვთა სახლიდან დაკარგული მოზარდი იპოვეს

18/10/2022 19:32:56 სამართალი

კახეთის ერთ-ერთი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლიდან 17 ოქტომბერს გაუჩინარებული 14 წლის მოზარდი თელავში იპოვეს.

ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

14 წლის ბიჭი ბავშვთა სახლში დაახლოებით ორი კვირის წინ გადაიყვანეს, მანამდე ის ერთ-ერთ ოჯახში მინდობით აღზრდაში იყო. მიმღები ოჯახი მოზარდმა თვითნებურად დატოვა. მაშინ ის პოლიციამ იპოვა და ბავშვთა სახლში გადაიყვანა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S