Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი ფრონტის ხაზზე არსებულ ოპერატიულ ვითარებაზე ცნობებს აქვეყნებს

უკრაინის გენშტაბი ფრონტის ხაზზე არსებულ ოპერატიულ ვითარებაზე ცნობებს აქვეყნებს

19/10/2022 08:17:47 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფრონტის ხაზზე არსებულ ოპერატიულ ვითარებაზე ბოლო ცნობებს აქვეყნებს.

როგორც გენშტაბი 19 ოქტომბერს იუწყება რუსული ჯარები აგრძელებენ შეტევას ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით.

როგორც სამხედრო ექსპერტები განმარტავენ, ამ შემთხვევაში რუსების მიზანი წყალსაცავზე გასვლაა, რომელიც ბახმუტთანაა განთავსებული.

„დონეცკის წყალსაცავი დაზიანებულია, ამიტომ, წყალი სჭირდებათ. ამდენად, ეს ამოცანა დაუსახეს „ვაგნერის“ მებრძოლებს, რომელთანაც გამკლავება მათ ბოლო რამდენიმე თვეა, ვერ შეძლეს და ვერც გაუმკლავდებიან: ამ ამოცანის შესასრულებლად იქ რუსი სამხედროების საკმარისი რაოდენობაა არაა; გეოგრაფიული მდებარეობაც სპეციფიურია. ამდენად, ბახმუტი წარმოადგენს დაბრკოლებას რუსებისთვის. ამასთან, ბოლო პერიოდში უკრაინის არმიამ დამატებითი ნაწილები გადაისროლა ამ მიმართულებით, იქ ასევე მუშაობს არტილერია. ჩვენი მებრძოლები ცდილობენ ლისიჩანსკის აღებასაც. ამ ამოცანის შესრულების შემდეგ, ვაგნერელებს, რომლებიც ზეწოლას ახორციელებენ ბახმუტზე, მოუწევთ ვითარების გადაფასება. ვფიქრობ, ეს საკითხი რამდენიმე კვირაში გადაწყდება“,– განმარტავს სამხედრო ექსპერტი რომან სვიტანი.

უკრაინის გენშტაბის ანგარიშის მიხედვით, „დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმები ხარკოვის რეგიონის ოგირევოსა და დვუჰლეტნაიას დასახლებების რაიონებში; ბელოგორივკაში ლუგანსკის რეგიონში; დონეცკის რეგიონის ნოვოკალინოვოში, მაიორსკიში, ოდრადოვკაში, ნიუ-იორკიში, ნოვომიხაილოვკაში, ნეველსკოეში, ოპიტნოეში და მარინკაში“.

გენშტაბის ცნობით, დღის განმავლობაში დაფიქსირდა 10 რუსული სარაკეტო და 18 საჰაერო დარტყმა, ასევე 76 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, მათ შორის სამოქალაქო სამიზნეებზე. დარტყმა მიაყენეს 10-ზე მეტი დასახლებას, მათ შორის - კიევს, ჟიტომირს, ხარკოვს, დნიპროს, კრივოი როგს, ზაპოროჟიეს, დონეცკის ოლქის კურახოვოს, ნიკოლაევის ოლქის ტრიხატის და ნიკოლაევს.

„ბელარუსი აგრძელებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ, რჩება სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების საფრთხე, ასევე შაჰედ-136 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატების გაშვების მისი ტერიტორიიდან“, - აღნიშნავენ უკრაინის გენშტაბში.

უკრაინის სარდლობის ცნობით, რუსული ჯარები იღებენ ზომებს სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის ფარულად გადასატანად:

„ამ მიზნით ხერსონის ოლქის ტავრისკის და ნოვაია კახოვკას დასახლებებში მტერი ბლოკავს მობილურ კავშირებს და ინტერნეტს“.

უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბის ინფორმაციით, რუსული ჯარები ანადგურებენ უკრაინულ კულტურულ მემკვიდრეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე: ძარცვავენ მუზეუმებს და წვავენ უკრაინულ წიგნებს.

„ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციაში არის მნიშვნელოვანი პრობლემები უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილე სამხედროებისთვის თანხის გადახდის კუთხით. ამასთან, დაღუპულთა ახლობლები დაპირებულ კომპენსაციას ვერ იღებენ“, - დასძენს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა.

ამასთან, თავდაცვის ძალები იუწყებიან 24 დარტყმის შესახებ რუსეთის სამხედრო ტექნიკასა და პოზიციებზე. საუბარია, კერძოდ, ოთხი სამეთაურო პუნქტის, ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 5 ზონის, ორი საჰაერო თავდაცვის ობიექტის და ერთი საარტილერიო სადგურის, საბრძოლო მასალის ორი საცავისა და ტექნოლოგიური კავშირის უზრუნველმყოფი სადგურის დაზიანებაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S