საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ​მარნეული-სადახლოს გზაზე 28 კმ-იანი მონაკვეთის შეკეთება დასრულების ეტაპზეა

19-10-2022 13:45:08 რეგიონები ,რეკლამა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მარნეული-სადახლოს გზაზე 28 კმ-იანი მონაკვეთის შეკეთება დასრულების ეტაპზეა.

მათივე ცნობით, პერიოდული შეკეთების სამუშაოების ფარგლებში დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, განახლდა დაზიანებული საგზაო ნიშნები და განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მარნეული-სადახლოს გზაზე ჯამში, 28 კმ-მდე მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოებს ახორციელებს. პერიოდული შეკეთების სამუშაოების ფარგლებში დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, განახლდა დაზიანებული საგზაო ნიშნები და განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და მისმა ღირებულებამ 8 მლნ ლარი შეადგინა.

მარნეული-სადახლოს გზა სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის და გზით მოსარგებლეებისთვის, ასევე სატრანზიტო მოძრაობისთვის.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის რეგიონში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ ეტაპზე 20-მდე პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება 130 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთების სამუშაოები და ხუთი ხიდის მშენებლობა“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები