
ხერსონში „ყირიმის დაბრუნებისთვის“ დაჯილდოებული კაპიტანი მოკლეს
19/10/2022 09:59:27 ევროპა
ხერსონში მოკლული კიდევ სამი რუსი სამხედროს ვინაობა გახდა ცნობილი. ისინი ყირიმსა და სევასტოპოლში 18 ოქტომბერს დაკრძალეს. ამის შესახებ სევასტოპოლის რუსი ხელმძღვანელი მიხეილ რაზვოჟაევი და ყირიმის ტელეგრ–არხები იუწყებიან.
„დღეს (18 ოქტომბერი ) სევასტოპოლში დაემშვიდობნენ ორ ჯარისკაცს. ალექსანდრე კაშირსკიხს - გვარდიის კაპიტანს, 13140 სამხედრო ნაწილის ჰაუბიცის თვითმავალი საარტილერიო ოცეულის მეთაურს და ალექსეი კოსტეევს - გვარდიის უფროს მეზღვაურს, მთავარ მექანიკოსს - ჰაუბიცის თვითმავალი საარტილერიო ოცეულის 13140 სამხედრო ნაწილის მძღოლს“,– ნათქვამია შეტყობინებაში.
32 წლის კაშირსკიხი დაჯილდოებული იყო მედლით "ყირიმის დაბრუნებისთვის".
რაც შეეხება მესამე სამხედროს –ვლადიმირ მარკინს, ის 26 წლის იყო. დაკრძალეს ჟანკოის რაიონის სოფელ აზოვსკოეში.