
უკრაინამ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელი ძებნაში გამოაცხადა
19/10/2022 10:07:42 ევროპა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ვოლოდინი ძებნაში გამოაცხადა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
რუსი თ საჯარო მოხელე ძებნაში ხმელნიცკის ოლქის უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გამოცხადდა. მისი გაუჩინარების თარიღად მითითებულია 2022 წლის 23 აპრილი.
ვიაჩესლავ ვოლოდინი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს 2016 წლის 5 ოქტომბრიდან ხელმძღვანელობს.
ის უკრაინის „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ აღიარების წინადადებით გამოვიდა მიმდინარე წლის აპრილში, ხოლო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ „დიდი მსოფლიო ომის“ თავიდან აცილების აუცილებლობით ახსნა.