
"თიბისი" AWS კომუნის შეკრების მასპინძელია
19/10/2022 10:13:40 ეკონომიკა, რეკლამა
27 ოქტომბერს, „თიბისი“, ტექ-სესიების ფარგლებში, AWS კომუნის შეკრებას მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება, 27 ოქტობერს, 18:00 საათზე, „თიბისი კონცეპტის“ სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში გაიმართება. “ამაზონ ვებ სერვისები” ამაზონის შვილობილი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლგიური კოპანიაა.
„შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია ყველა იმ მსურველისთვის, ვისაც ყველაზე ცხელი ტექ თემების განხილვა აინტერესებს „თიბისის“, AWS-ის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპიკერებთან ერთად.
AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, დეველოპერებისგან და ბიზნეს პროფესიონალებისგან შემდგარი კომუნაა, რომლებიც მუდმივად უზიარებენ ერთმანეთს იდეებს და სწავლობენ ერთმანეთისგან და AWS-ის წამყვანი პროფესიონალებისგან. კომუნა მნიშვნელოვანი პლატფორმაა მათთვის, ვისაც უნდა თვალი ადევნონ და გაიგონ უახლესი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შესახებ.
შეხვედრაზე შესაძლებლობა გექნებათ მოუსმინოთ ამაზონ ვებ-სერვისების სენიორ დეველოპერების წარმომადგენელს, ვიქტორ ვედმიჩს, გაიცნოთ AWS კომუნის წარმომადგენლები და გაიზიაროთ გამოცდილება ამაზონ ვებ-სერვისებით შექმნილ ტექნოლოგიებზე, რომლებიც ქართულ ფინ-ტექ და სადაზღვეო აპლიკაციების გადაწყვეტებში გამოიყენება.
ღონისძება, AWS მომხმრებლების კომუნის ინიციატივით და „თიბისის“ მხარდაჭერით ტარდება. „თიბისისთვის“ როგორც ტექნოლგიური და ფინანსური სერვისების მიმწოდებლისთვის, მნიშვნელოვანია ადგილობრივი პროფესიული ტექ-კომუნების გაძლიერება და ამ მიმართულებით საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
AWS - ამაზონ ვებ სერვისები - ამაზონის შვილობილი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლგიური კოპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ღრუბლოვანი და API ტექნოლოგიების მიწოდებას კომპანიებისთვის თუ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ღონისძიება გაიმართება ინგლისურ ენაზე. ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://link.tbc.ge/AWS_Meetup