Accentnews.ge
„სადამსჯელო რეიდებში მონაწილეობდა“: უკრაინის სპეცსამსახური ბუჩას მკვიდრის დაკავების შესახებ იუწყება

„სადამსჯელო რეიდებში მონაწილეობდა“: უკრაინის სპეცსამსახური ბუჩას მკვიდრის დაკავების შესახებ იუწყება

19/10/2022 10:18:57 ევროპა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იუწყება ბუჩას მკვიდრის დაკავების შესახებ, რომელიც მათი ცნობით, ეხმარებოდა რუს ჯარებს დასახლების ოკუპაციის დროს, დეოკუპაციის შემდეგ კი მოხალისეთა ბატალიონს შეუერთდა „დანაშაულის შენიღბვის მიზნით“.

როგორც უწყება განმარტავს, მამაკაცმა საკუთარი ინიციატივით შესთავაზა დახმარება რუს სამხედროებს, რის შემდეგაც მას მისცეს იარაღი, რუსული სამხედრო ფორმა და "ინსტრუქციები" უკრაინელი დამცველების წინააღმდეგ მოქმედებების შესახებ.

„ეს მოღალატე მონაწილეობდა რაშისტების სადამსჯელო რეიდებში და ეხმარებოდა წინააღმდეგობის მოძრაობის წევრების იდენტიფიცირებასა და ფიზიკურ განადგურებაში. დადგინდა, რომ მტრის ჯავშანტრანსპორტიორზე ყოფნისას რუს რაშისტებთან ერთად შეიჭრა თავისივე ნაცნობის სახლში, სადაც ჩაატარა უკანონო ჩხრეკა და ცდილობდა ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლების მოძებნას. კიევის რეგიონის აღების შემთხვევაში, ის აპირებდა საოკუპაციო ადმინისტრაციის ნაწილი გამხდარიყო“, - ნათქვამია განცხადებაში.

სპეცსამსახურის ცნობით, კიევის მისადგომებიდან რუსული ძალების უკან დახევის შემდეგ მამაკაცი დარჩა ქალაქში, ცდილობდა დაემალა თავისი დანაშაულები და შეუერთდა მოხალისეთა ბატალიონის რიგებს:

„ის დამპყრობლებთან კავშირების აღდგენას გეგმავდა, რათა მათთვის სადაზვერვო მონაცემები გადაცემა. თუმცა, უსაფრთხოების სამსახურმა მოღალატე დროულად ამხილა“.

ბუჩას დეოკუპაციის შემდეგ ქალაქის ქუჩებში, მასობრივ სამარხებში, სარდაფებში იპოვეს მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები. უმეტესობას წამების კვალი აღენიშნებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S