Accentnews.ge
ხერსონში რუსული კა-52 ჩამოაგდეს

ხერსონში რუსული კა-52 ჩამოაგდეს

19/10/2022 10:32:24 ევროპა

უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში რუსული კა-52–ის ვერტმფრენი ჩამოაგდეს, იუწყება უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“.

”19 ოქტომბერს, დაახლოებით, დილის 10:30 საათზე, ხერსონის ოლქის ბერისლავსკის რაიონში ხერსონის საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის ნაწილმა ჩამოაგდო დამპყრობლების კა-52 დამრტყმელი ვერტმფრენი“,– ნათქვამია შეტყობინებაში.

ერთი დღით ადრე უკრაინელმა სამხედროებმა ამავე რაიონში რუსული სუ-25 ჩამოაგდეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა 242 ვერტმფრენი დაკარგა. რუსეთი სამხედრო ტექნიკის დაკარგვის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

გარდა ამისა, ცნობილია სულ მცირე სამი შემთხვევის შესახებ, როდესაც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა რუსეთისვე ტერიტორიაზე განიცადეს კატასტროფა. უკანასკნელ მსგავს შემთხვევას 15 ადამიანი ემსხვერპლა.

უკრაინაში რუსული ჯარების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ რუსული არმია ემზადება ოკუპირებული ხერსონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის „ევაკუაციისთვის“.

ამას მოჰყვა საოკუპაციო რეჟიმის განცხადება ევაკუაციის შესახებ. დღეს ცნობილი გახდა, რომ შეტყობინებები დაუგზავნეს ხერსონელებს სასწრაფო ევაკუაციის თაობაზე, რადგან მათი მტკიცებით, უკრაინის არმია ქალაქის დაბომბვისთვის ემზადება.

ნიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შიობს, რომ რუსული ჯარები ემზადებიან ხერსონის დაბომბვისთვის და ამაში შემდეგ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაადანაშაულებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S