Accentnews.ge
დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]

დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]

17/10/2019 16:24:29 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს ოპოზიციონერი დეპუტატი გიგა ბოკერია და ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე დაუპირისპირდნენ.


დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი გიგა ბოკერიას კითხვა გახდა, რომელიც მან სიმონ ნოზაძის გამოსვლის შემდეგ დასვა.

„ვისი სახელით გამოდიოდა საბჭოთა საოკუპაციო უშიშროების ყოფილი გენერალი, პოლკოვნიკი, უმრავლესობის, თუ თავისი ფრაქციის? მის პოზიციას იზიარებთ?“, – იკითხა ბოკერიამ.

ბოკერიას ნაკაშიძე გამოეხმაურა და დეპუტატებს შორის კამათი მოხდა, რომელშიც სიმონ ნოზაძე და თემურ ხუბულური ჩაერთვნენ. სიმონ ნოზაძემ საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკამ კრახი განიცადა, ქვეყანა ომში ჩაითრიეს.

„რას გვეუბნებით, თქვენ დაგიჯეროთ?”, – მიმართა ოპოზიციას ნოზაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S