
თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
17/10/2019 18:37:51 სხვა, თავდაცვა, რეკლამა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, ჯასტინ მაკკენზი სმიტს უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობთ, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში გაერთიანებული სამეფოს განსაკუთრებულ წვლილზე.
სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიტანეთის მხარეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.