Accentnews.ge
რუსეთი უკრაინაში ბავშვებსაც აბრძოლებს: კადიროვმა ვიდეო გამოაქვეყნა

რუსეთი უკრაინაში ბავშვებსაც აბრძოლებს: კადიროვმა ვიდეო გამოაქვეყნა

20/10/2022 07:10:56 კავკასია, მსოფლიო

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის სამი არასრულწლოვანი შვილი - 16 წლის ახმატი, 15 წლის ზელიმხანი (ელი) და 14 წლის ადამი –უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში ჩავიდა,– ამის შესახებ თავად კადიროვი იუწყება.

კადიროვმა თავის ტელეგრამ–არხზე გამოქვეყნებულ ტექსტს თან დაურთო ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ მისი სამხედრო ფორმაში გამოწყობილი შვილები თხრილში სხედან და ცეცხლსასროლი იარაღიდან და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნიდან ისვრიან.

როგორც კადიროვი წერს, მოზარდები რამდენიმე დღეა, აქტიურად ეძებენ იჩქერიის ბატალიონის წევრებს.

კადიროვის თქმით, მოზარდები მაშინვე „შეუდგნენ საქმეს, როგორც ეს ჩეჩენ ჯარისკაცებს შეეფერებათ".

„ახმატი, ელი და ადამი მტრის პოზიციებთან ახლოს მივიდნენ და შემტევი მებრძოლები ცეცხლის საფარით უზრუნველყვეს“.

„ასევე, ისარგებლეს შესაძლებლობით, მათ მიმართეს მეორე მხარეს <...> [ჩეჩნებს] წინადადებით, წავიდნენ ფრონტის ხაზზე და დაამტკიცონ თავიანთი ევროპული ღირებულებების ერთგულება ბრძოლაში“, - წერს ის.

გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია, რომელიც რუსეთს რატიფიცირებული აქვს, ავალდებულებს სახელმწიფოებს, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა უზრუნველყოს, რომ 15 წლამდე პირებმა უშუალო მონაწილეობა არ მიიღონ საომარ მოქმედებებში.

რუსი ოფიციალური პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბავშვთა უფლებებზე, ჯერჯერობით არ აკეთებენ კომენტარს კადიროვის პოზიციაზე, მისი ვაჟების ომში გაგზავნის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S