
„ეს არ შეგვიკვეთავს“: ზელენსკი ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე საუბრობს
20/10/2022 13:18:53 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო ვარაუდები, რომ ქერჩის (ყირიმის) ხიდზე აფეთქების უკან უკრაინული სპეცსამსახურები იდგნენ. ამის შესახებ ზელენსკიმ კანადურ ტელეარხ CTV News-თან ინტერვიუში განაცხადა.
”ჩვენ ეს [ხიდის აფეთქება] ნამდვილად არ შეგვიკვეთევას, რამდენადაც ვიცი. მათ [რუსებს]სერიოზული ურთიერთობები აქვთ სამხედროებსა და მათ სპეცსამსახურებს, დაზვერვას შორის. ძალაუფლების მრავალი ვერტიკალია. ეს დიდი სისტემაა. საბჭოთა კავშირში ეს იყო КГБ. დღეს ის შედგება რამდენიმე ფილიალისგან, რომლებიც მუდმივად დავობენ, რომელი მათგანია მთავარი, ”- უპასუხა ზელენსკიმ კითხვას, ვინ შეიძლება, იდგეს ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქების უკან.
ქერჩის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. რუსი გამომძიებლების ინფორმაციით, ხიდზე სატვირთო მანქანა ააფეთქეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომხდარს "ტერორისტული თავდასხმა" უწოდა და მასში უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა ანდრეი იუსოვმა კი რუსეთის გამოძიებას „სისულელე“ უწოდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ „პუტინის პირადი პროექტითვის“ ძირი გამოთხარა თავად რუსების მიერაა გაკეთებული. კერძოდ, რუსეთის სპეცსამსახურის და სამხედროების დაპირისპირების შედეგია.