Accentnews.ge
ჩრდილოეთ ფრონტზე რუსეთის არმიის შეტევის განახლების საფრთხე იზრდება - უკრაინის გენშტაბი

ჩრდილოეთ ფრონტზე რუსეთის არმიის შეტევის განახლების საფრთხე იზრდება - უკრაინის გენშტაბი

20/10/2022 16:34:38 ევროპა

ჩრდილოეთ ფრონტზე რუსეთის არმიის შეტევის განახლებული საფრთხე იზრდება, – განაცხადა უკრაინის ბრიგადის გენერალმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ ოლექსი გრომოვმა.

„ჩვენ ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მტრის დაჯგუფების შექმნის პროცესს წმინდა დემონსტრაციულ ქმედებად არ განვიხილავთ. ბელარუსის ტერიტორიაზე გრძელდება საავიაციო, შეიარაღებული ძალების სხვა შტოების დანაყოფების ფორმირება შესაბამის აეროდრომებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განლაგების მიზნით, მათ შორის, რომლებიც სრულად მოქცეულია რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ“, - აღნიშნა მან.

გრომოვის თქმით, რუსული არმიის შეტევის მიმართულება ამჯერად შეიძლება, შეიძლება იყოს ბელარუსი-უკრაინის საზღვრის დასავლეთით, რათა „გაწყვიტოსპარტნიორი ქვეყნებიდან უკრაინაში იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდების ძირითადი ლოგისტიკური არტერიები“.

„თუ მტერი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე, კერძოდ, ბელარუსის რესპუბლიკიდან შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე, ჩვენ მზად ვიქნებით ადეკვატური რეაგირებისთვის. ამჟამად თავდაცვის ძალები იღებენ ზომებს, რათა უზრუნველყონ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის და ქალაქ კიევის ჩრდილოეთიდან საიმედო დაცვა “, - ხაზგასმით აღნიშნა გრომოვმა.

მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ცდილობს, ბელარუსი უკრაინასთან ღია ომში ჩართოს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ბელარუსი ჩაერთოს ომში, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მას "არ ჰყავს რეზერვი და ძალები".

იხილეთ ასევე: "ზეწოლა უპრეცედენტოდ გაიზარდა“: რით დაეხმარება ლუკაშენკო პუტინს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S