Accentnews.ge
გალუშჩენკო: "10 ოქტომბრიდან რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემას 300-მდე დარტყმა მიაყენა"

გალუშჩენკო: "10 ოქტომბრიდან რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემას 300-მდე დარტყმა მიაყენა"

20/10/2022 16:45:44 ევროპა

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ 10 ოქტომბრიდან რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემას 300-მდე დარტყმა მიაყენა.

„გასული ორშაბათიდან დღემდე ენერგოსისტემაზე 300-მდე დარტყმა განხორციელდა, როგორც რაკეტებით, ასევე არტილერიითა და დრონებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვემზადებით ელექტროქსელის შესაძლო დრამატული დაზიანებისთვის, რომლის აღდგენას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება. ამ შემთხვევაში თითქმის ყველა სახელმწიფო ორგანო იქნება ჩართული და გვექნება კომუნიკაცია მოქალაქეებთან, რათა მათ ნათლად იცოდნენ, რა უნდა გააკეთონ ამა თუ იმ სიტუაციაში“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ელექტროენერგიის მოხმარების დაახლოებით 20%-იანი დაზოგვა "კრიტიკულად" დაეხმარება უკრაინის ენერგოსისტემას.

„მოხმარების ვარდნაა და როცა ეს საკმარისი არ არის, იძულებულნი ვხდებით, შემოვიტანოთ იძულებითი შეზღუდვები. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა დაზოგონ რაც შეიძლება მეტი. პირველ დღეებში ეს იყო სადღაც 10% - ეს საკმაოდ კარგი შედეგია, მაგრამ გთხოვთ, შეეცადოთ, დაზოგოთ რაც შეიძლება მეტი. ჩვენ ენერგიის 20%–ის დაზოგვა გვჭირდება. ეს კრიტიკულად დაეხმარება ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას“, - განმარტა მან.

ბოლო დროს რუსულმა ჯარებმა გააძლიერეს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაბომბვა. თავდასხმებისთვის ისინი იყენებენ რაკეტებს და ირანის მიერ მიწოდებულ შაჰედ-136 კამიკაზე დრონებს. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა 18 ოქტომბერს განაცხადა, 10 ოქტომბრიდან უკრაინის ელექტროსადგურების 30% განადგურდა, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მასიური გათიშვა გამოიწვია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S