
„შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმაზე თვალის დახუჭვას, რაც უკრაინაში ხდება“
20/10/2022 17:49:30 ევროპა
შვეიცარიის პრეზიდენტი იგნაციო კასისი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
„თავიდანვე შვეიცარიამ მკაცრად დაგმო რუსეთის შეიარაღებული აგრესია. ჩვენ დაუყოვნებლივ შევიმუშავეთ უკრაინის დახმარების კონკრეტული ნაბიჯები. შვეიცარია ნეიტრალურია, მაგრამ ნეიტრალიტეტი იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღება არ მივაქციოთ იმას, რაც თქვენთან ხდება. ხალხის მასობრივ მკვლელობებს საერთო არაფერი აქვს ნეიტრალიტეტთან ან ჩვენს ფასეულობებთან [...]მკაფიოდ ვიტყვი, რომ შვეიცარია უკრაინის ერთგულია და რუსეთს დეესკალაციისკენ და უკრაინული ტერიტორიებიდან ჯარის სრული გაყვანისკენ მოუწოდებს”, - აღნიშნა კასისმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მან კიევის გარეობნები მოინახულა, რომლებიც ომით დაზარალდნენ:
„ის, რაც მე დღეს დილით ვნახე, გონივრულს მიღმაა. მიუხედავად დრამატული სურათებისა, რომლებიც ჩვენამდე მოდის, მხოლოდ პირადი ვიზიტი გვაძლევს წარმოდგენას სისასტიკეებისა და მოსახლეობის ტანჯვის შესახებ”.