Accentnews.ge
იგნატი: „უამრავ ენერგიას და რესურსს ვხარჯავთ ირანული დრონების ჩამოგდებაზე"

იგნატი: „უამრავ ენერგიას და რესურსს ვხარჯავთ ირანული დრონების ჩამოგდებაზე"

20/10/2022 18:57:19 ევროპა

უკრაინელი სამხედროები უამრავ ენერგიას და რესურს ხარჯავენ ირანული დრონების ჩამოგდებაზე, რომელსაც რუსული არმია უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებს, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა.

„უამრავ ენერგიას და რესურსს ვხარჯავთ სწორედ ირანულ დრონებზე, რომლებიც, როგორც ჩანს, მარტივია გამოსაყენებელად და იაფია. დღეს მათ ყველა ძალით და შესაძლო საშუალებებით ესვრიან. ეს მოიცავს გამანადგურებელ თვითმფრინავებს და საზენიტო-სარაკეტო ძალებს, ტყვიამფრქვევებს“, - თქვა მან.

იგნატის თქმით, ახლა უკრაინის საჰაერო ძალები ეფექტურად ყრიან ირანულ დრონებს –ბოლო დღეებში ამ მაჩვენებელმა 85%–ს მიაღწია.

„ჩამოგდებაზე 100%–იან გარანტიას ვერავინ გასცემს. იმისათვის, რომ 100%–ვე ჩამოყარო, უკრაინის მთელი ტერიტორია საჰაერო თავდაცვის საშუალებით უნდა დაიფაროს, რომ ბუზიც ვერ შემოფრინდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არ გვყავს ამხელა ძალა და საშუალებები საჰაერო ძალებში. გარდა ამისა, ისინი მრავალი მიმართულებით არიან მიმოფანტული“, - განმარტა იგნატმა.

მისი თქმით, უკრაინის საჰაერო ძალები ახლა „მეტი ცეცხლსასროლი იარაღის“ მიწოდებას ითხოვენ, რათა უკეთ გაუმკლავდნენ კამიკაძეს დრონებს.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში შაჰიდ-136 კამიკაძე თვითმფრინავების გამოყენების შესახებ პირველი ცნობები სექტემბრის დასაწყისში გამოჩნდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 10 ოქტომბრის შემდეგ რუსული არმიის მიერ კამიკაძეების უპილოტო თვითმფრინავების გამოყენების ინტენსივობა წინა პერიოდთან შედარებით 2,5-ჯერ გაიზარდა.

კიევმა ოფიციალურად დაადანაშაულა ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებაში. ირანის ელჩს უკრაინაში აკრედიტაცია ჩამოართვეს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ხელისუფლებას ირანთან ურთიერთობის გაწყვეტისკენ მოუწოდა.

თავად ირანი უარყოფს რუსული არმიისთვის კამიკაძე-დრონების მიწოდებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S