
პოდოლიაკი: "რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს"
20/10/2022 19:49:12 ევროპა
რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.
„სუროვიკინის ნამდვილი გეგმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურთან მიმართებით: 1. დამბისა და ტრანსფორმატორების დანაღმვა. 2. უკრაინელების იძულებითი გაყვანა, არალოიალური მოსახლეობის რუსეთის ფედერაციაში გადასახლება. 3. ტერიტორიის დატბორვა, რათა უკრაინის კონტრიერიში შეაჩერონ და საკუთარი უკან დახევა შეწყვიტონ. რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს”, - წერს პოდოლიაკი.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური დანაღმეს და გამოვიდა მოწოდებით, ჰიდროელექსტროსადგურზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია გაიგზავნოს.