Accentnews.ge
ზელენსკი: „მზად არ ვარ, მივეჩვიო, რომ მკვლელობების გამო არ მტკივა”

ზელენსკი: „მზად არ ვარ, მივეჩვიო, რომ მკვლელობების გამო არ მტკივა”

20/10/2022 20:01:23 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადურ ტელეახრ CTV-სთან ინტერვიუში ომის ფონზე მის ადამიანურ განცდებზე ისაუბრა.

„საკუთარ თავს საშუალებას არ ვაძლევ, ამას [მკვლელობებს] მივეჩვიო, რადგან შემდეგ შესაძლოა, ემოციურად მიეჩვიო ომს, მსხვერპლის რაოდენობას. მკვლელობა, მკვლელობა - ეს ხომ ომის შედეგია ბოლოს და ბოლოს. თუმცა მე ზუსტად იმით ვცხოვრობ, რომ მზად არ ვარ ტანჯვებსა და ომს მივეჩვიო, მზად არ ვარ, მივეჩვიო, რომ მკვლელობების გამო არ მტკივა”, - თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა თქვა, რომ ცდილობს, ჩვეულებრივ ადამიანად დარჩეს, იაროს ქუჩაში, ესაუბროს ხალხს, გადაადგილდეს მანქანით, რაც უსაფრთხოების გამო ეს ყველაფერი შეზღუდულ ფორმატშია: „მაგრამ რეალობას არ უნდა მოწყდე. [...] ინფორმაციას თავად ვიღებ, სოციალურ ქსელებში ვარ ხოლმე. გარდა იმისა, რომ ეს ინფორმაციის მიღების საშუალებას მაძლევს, მეც მინდა ხოლმე დასვენება. ბოლოს და ბოლოს, მაინტერესებს, მსოფლიოში რა ხდება. მინდა, ცოცხალ ადამიანად ვრჩებოდე და არა მხოლოდ ფიზიკურად –რუსეთის პრეზიდენტი ფიზიკურად ცოცხალია, მაგრამ დანარჩენ ყველაფერთან კითხვები არსებობს”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S