Accentnews.ge
შარლ მიშელი: "ენერგორესურსების საკითხზე შეთანხმებას მივაღწიეთ, ერთიანობა და სოლიდარობა იმარჯვებს!"

შარლ მიშელი: "ენერგორესურსების საკითხზე შეთანხმებას მივაღწიეთ, ერთიანობა და სოლიდარობა იმარჯვებს!"

21/10/2022 06:06:45 ევროპა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ იმუშაონ ზომებზე, რომელიც ენერგორესურსებზე ფასების ზრდას ეწინააღმდეგება.

„ენერგორესურსების საკითხზე შეთანხმებას მივაღწიეთ, არსებობს ძლიერი და ერთსულოვანი ვალდებულება ვიმოქმედოთ ერთად, როგორც ევროპელებმა, სამი მიზნის მისაღწევად: დაბალი ფასები, მიწოდების უსაფრთხოება და მოთხოვნის შესამცირებლად მუშაობის გაგრძელება“, - განაცხადა მიშელმა ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის პირველი დღის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, „არის მტკიცე გადაწყვეტილება, ერთხმად გაზიარებული, რომ ვიმოქმედოთ ერთად, როგორც ევროპელებმა, სამი მიზნის მისაღწევად: დაბალი ფასები, მიწოდების უსაფრთხოების გარანტირება და მოთხოვნის შესამცირებლად მუშაობის გაგრძელება.

"მესამე პუნქტი, რომელიც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, არის ის, რასაც მე ნდობის პუნქტს ვუწოდებ. ეს არის გადაწყვეტილება, დავავალოთ ჩვენს ენერგეტიკის მინისტრებს, ბევრი იმუშაონ, რათა უზრუნველყონ, რომ არსებობდეს მაქსიმალურად ფართო მხარდაჭერა სხვადასხვა ღონისძიებების განსახორციელებლად“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

ამასთან, მან „ტვიტერში“ დაწერა, რომ ერთიანობა და სოლიდარობა იმარჯვებს:

„ერთიანობა და სოლიდარობა იმარჯვებს. შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ზომებზე, რათა შეზღუდონ ენერგორესურსების ფასები ოჯახებისთვის და ბიზნესისთვის“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S