Accentnews.ge
ხერსონში რუსული საბრძოლო მასალის ორი საწყობის აფეთქების შესახებ იუწყებიან

ხერსონში რუსული საბრძოლო მასალის ორი საწყობის აფეთქების შესახებ იუწყებიან

21/10/2022 09:05:26 ევროპა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო დღის განმავლობაში შვიდჯერ გამოიყენეს ავიაცია რუსული ჯარების წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის "სამხრეთის" პასუხისმგებლობის ზონაში, – იუწყება „სამხრეთის“ პრესსამსახური.

სამხედროების ცნობით, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა შეასრულეს 110 საცეცხლე მისია.

"მტრის დაფიქსირებული დანაკარგები: რაშისტები, Msta-S ტიპის თვითმავალი საარტილერიო სისტემები, ნაღმტყორცნები, ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანა და ტანკი, ასევე სხვა საბრძოლო ტექნიკა. ბოროზენსკის რაიონში განადგურდა მტრის საკონტროლო–სადამკვირვებლო პუნქტი, ააფეთქეს საბრძოლო მასალის ორი საცავი. სხვა შედეგები ზუსტდება“, - ნათქვამია ანგარიშში.

საბრძოლო მოქმედებების გათვალისწინებით, ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმების საშუალება არ არსებობს. რუსეთი, როგორც წესი, არ აკეთებს კომენტარს მისი ტექნიკისა და საბრძოლო მასალის განადგურების შესახებ.

„სამხრეთის“ სარდლობა ასევე იტყობინება, რომ შავ ზღვაში რუსულ დაჯგუფებას ამჟამად ჰყავს შვიდი ხომალდი, მათ შორის ოთხი დიდი სადესანტო ხომალდი და ერთი რაკეტმზიდი, რომელსაც რვა ფრთოსანი რაკეტის „კალიბრის“ გადატანა შეუძლია.

„შესაბამისად, უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის საფრთხე რჩება“,– ხაზს უსვამენ უკრაინელი სამხედროები და მოუწოდებენ მოქალაქეებს, არ უგულებელყონ გამაფრთხილებელი სიგნალები და დაიცვან უსაფრთხოების წესები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S