
ერდოღანმა და ალიევმა ზანგილანში ახალი აეროპორტი გახსნეს
21/10/2022 09:07:06 კავკასია
აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ ზანგილანში ახალი საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს.
თურქეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი სწორედ ახალ აეროპორტში დაეშვა. მას ტრაპტთან ილჰამ ალიევი დახვდა. პრეზიდენტებმა წითელი ლენტი გადაჭრეს, რის შემდეგაც მათ ეროპორტის სიმბოლური გასაღები გადაეცათ
ცნობისთვის: აზერბაიჯანმა ზანგილანის რაიონზე კონტროლი ყარაბაღის მეორე ომის შედეგად დაიბრუნა. როგორც ბაქოში აცხადებენ, რაიონის ტერიტორიაზე ე.წ ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფანი გაივლის.
ზანგილანის საერთაშორისო აეროპორტი აზერბაიჯანში რიგით მერვე იქნება. გასული წლის ოქტომბერში ალიევმა და ერდოღანმა გახსნეს აეროპორტი ფიზულიში - კიდევ ერთ ქალაქში, რომელიც ბაქოს კონტროლქვეშ გადავიდა. კიდევ ერთი ახალი აეროპორტი შენდება ლაჩინის რაიონშიც და მისი გახსა 2025 წლისთვის იგეგმება.