Accentnews.ge
პუტინმა კადიროვის დედა დააჯილდოვა

პუტინმა კადიროვის დედა დააჯილდოვა

21/10/2022 10:10:04 კავკასია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის - რამზან კადიროვის დედა აიმანი კადიროვა "აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა.

შესაბამისი ბრძანებულება პრეზიდენტის ოფიციალურმა პორტალმა გამოაქვეყნა. მანამდე აიმანი კადიროვას, რომელიც "რუსეთის გმირი ახმათ კადიროვის სახელობის რეგიონული საზოგადოებრივი ფონდის" ხელმძღვანელი გახლავთ, ანალოგიური ჯილდო ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა ლეონიდ პასეჩნიკმა გადასცა. ხოლო კადიროვის მეუღლე მან ხალხთა მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა, რაც სეპარატისტული რესპუბლიკის მოსახლეობისთვის თითქოსდა გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებას დაუკავშირა.

აღსანიშნავია, რომ აპრილში ექსპერტებმა ვითომდა ჩეჩნეთიდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ ტვირთში უკრაინული წარმოების პროდუქტების აღმოაჩინეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ე.წ კადიროველები ადგილობრივებს უკრაინიდან მოპარულ პროდუქტებს ურიგებდნენ. ამ ფაქტის აღმოჩენისა და განსაჯაროების შემდეგ კადიროვის ტელეგრამ-არხიდან გაქრა ყველა ვიდეო, რომელზეც მოსახლეობისთვის ვითომდა ჩეჩნური ჰუმანიტარული ტვირთის დარიგება იყო ასახული.

ცნობისთვის: კადიროვის დედასა და მეუღლეს ბოლო პერიოდში არაერთხელ წაუყენეს ბრალდება ჩეჩნეთის მოსახლეობის იძულებაში, რუსული ჯარისთვის ფული შეეგროვებინა. გარდა ამისა, წლების განმავლობაში მათ არაერთხელ დასდეს ბრალი ახმატ კადიროვის ფონდში სახსრების არაგამჭვირვალედ ხარჯვასთან დაკავშირებით. ჩეჩნეთის მოსახლეობაში ხსენებულ ფონდს "კადიროვის ალტერნატიულ ხაზინად მოიხსენიებენ". ეს ორგანიზაცია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სასანქციო სიაშიც ფიგურირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S