
იუსტიციის საბჭოში 5 ადგილის დასაკავებლად 32 კანდიდატი წარადგინეს
21/10/2022 12:04:35 სამართალი
საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევად განცხადებების მიღება დასრულდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევად პარლამენტს 32 კანდიდატი წარუდგინეს.
კანდიდატების სრული სია ასე გამოიყურება:
- გოგა კიკილაშვილი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (მკვლევარი). წარმდგენი- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
- თეიმურაზ ჯერვალიძე – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარ-კონსულტანტი. წარმდგენი- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ა(ა)იპ საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდი; ა(ა)იპ იურისტთა ასოციაცია;
- რუსუდან კვინიკაძე – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარ-კონსულტანტი.წარმდგენი- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები; ა(ა)იპ საზოგადოებრივი პროგრამირების ცენტრი;
- კარლო ბზიშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი. წარმდგენი- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
- ხათუნა ლორია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. წარმდგენი- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
- ალექსანდრე კურცხალია – სამართლის დარგის სპეციალისტი. წარმდგენი- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; ა(ა)იპ სამართლის რწმენა.
- ტრისტან ბენაშვილი – სამართლის დარგის სპეციალისტი. წარმდგენი- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია;
- ლია მუხაშავრია – სამართლის დარგის სპეციალისტი. წარმდგენი-ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი; ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები;
- კახა წიქარიშვილი – სამართლის დარგის სპეციალისტი. წარმდგენი- ქართულ- ამერიკული უნივერსიტეტი
- გია ლილუაშვილი – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი. წარმდგენი- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.
- ლიკა საჯაია – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი წარმდგენი- ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი.
- ზურაბ აზნაურაშვილი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. წარმდგენი- გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი; ა(ა)იპ იურისტთა ასოციაცია.
- იოსებ ვარძელაშვილი – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სრული პროფესორი. წარმდგენი- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.
- ნოდარ პაპუკაშვილი – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი. წარმდგენი- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.
- თამარ მახარობლიძე – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. წარმდგენი- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.
- როინ მიგრიაული – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. წარმდგენი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.
- გიორგი ტურაზაშვილი – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. წარმდგენი- საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.
- სოფიო სოხაძე – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. წარმდგენი- საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
- მანუჩარი კოკოჩაშვილი – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. წარმდგენი- ა(ა)იპ სამოქალაქო განვითარების საზოგადოება; ა(ა)იპ თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია;
- ზურაბ გურასპაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი. წარმდგენი- ა(ა)იპ სამოქალაქო განვითარების საზოგადოება; ა(ა)იპ საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდი.
- ლევან ნემსაძე – სამართლის დარგის სპეციალისტი. წარმდგენი- ა(ა)იპ სამოქალაქო განვითარების საზოგადოება; ა(ა)იპ თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაცია.
- გრიგოლ გაგნიძე – ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის თავმჯდომარე; ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. წარმდგენი- ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია.
- ავთანდილ კახნიაშვილი – თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. წარმდგენი- საქართველოს იურისტთა გილდია.
- ანა აბაშიძე – ა(ა)იპ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი. წარმდგენი- ა(ა)იპ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის.
- ზაზა ბუაჩიძე – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. წარმდგენი- გამჭვირვალობა საქართველოს ცენტრი.
- ნინო ნიშნიანიძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი. წარმდგენი- ა(ა)იპ საქართველოს სიკეთის სიმართლისა და ერთიანობის კავშირი.
- დიმიტრი ხაჩიძე – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. წარმდგენი- ა(ა)იპ უფლებები საქართველო.
- ალექსანდრე კობაიძე – ა(ა)იპ ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე. წარმდგენი- ა(ა)იპ ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია.
- სულხან სალაძე – კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების პროგრამის ხელმძღვანელი (ღია სივრცე კავკასია); საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი. წარმდგენი- ა(ა)იპ სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
- გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის უფროსის მოადგილე. წარმდგენი- ა(ა)იპ სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
- გიორგი გზობავა – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. წარმდგენი- ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები; ა(ა)იპ თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაცია.
- ვიქტორ ახალბედაშვილი – სამართლის დარგის სპეციალისტი. წარმდგენი:-ა(ა)იპ უფლებათა დაცვის ცენტრი.