Accentnews.ge
თადუმაძე – არასამთავრობოების ინფორმაციაზე: "ამ პოლიტიკურ ბოდვებზე კომენტარს არ ვაკეთებ"

თადუმაძე – არასამთავრობოების ინფორმაციაზე: "ამ პოლიტიკურ ბოდვებზე კომენტარს არ ვაკეთებ"

18/10/2019 06:30:50 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, გენპროკურორი შალვა თადუმაძე მის დიპლომათან დაკავშირებით არასამთავრობოების ინფორმაციას "პოლიტიკურ ბოდვებს" უწოდებს და ამბობს, რომ კომენტარს არ გააკეთებს. 

შალვა თადუმაძის თქმით, არასამთავრობო სექტორი მის დისკრედიტაციას ახდენს და ამას აკეთებენ წელიწადნახევრის განმავლობაში.

„არასამთავრობო ორგანიზაციები წელიწადნახევარია ავრცელებენ ერთსა და იგივე განცხადებას. არანაირი დოკუმენტი არ გააჩნიათ ჩემი დიპლომის კანონიერებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მოქმედი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა და „მის დიპლომთან დაკავშირებით არაერთი შეუსაბამობა გამოავლინა“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის საკითხი და დასაბუთებული პასუხი გასცენ ლეგიტიმურ კითხვებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S