Accentnews.ge
სომხეთში ირანის პირველი საკონსულო გაიხსნა

სომხეთში ირანის პირველი საკონსულო გაიხსნა

21/10/2022 18:54:42 კავკასია

სომხურ კაპანში ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონია გაიმართა. ეს ირანის პირველი საკონსულოა სომხეთში.

ცერემონიაში ირანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხოსეინ ამირ აბდოლახიანმა და არარატ მირზოიანმა მიიღეს მონაწილეობა.

"თეირანი სომხეთის რესპუბლიკისა და რეგიონის უსაფთხოებას საკუთარ უსაფრთხოებად განიხილავს. ჩვენი პოლიტიკა ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემაში მდგომარეობს. სიუნიკის მხარე ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია. ჩვენ სომხეთს ამ მაგისტრალზე უმნიშვნელოვანეს ქვეყნად მივიჩნევთ და ძალისხმევას არ დავიშურებთ ამ სატრანზიტო მარშრუტის სამომავლო განვითარებისთვის" - განაცხადა ირანელმა დიპლომატმა.

ამასთან მან დაადასტურა ირანის მზადყოფნა, საკონსულო ქალაქ თებრიზშიც გახსნას.

ცნობისთვის: ირანის მთავრობამ სომხეთში საკონსულოების გახსნის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S