
თეირანი: "ირანი რეგიონში ნებისმიერი უცხოური წარმოდგენილობის წინააღმდეგია და 3+3 ფორმატს უჭერს მხარს"
21/10/2022 18:58:55 კავკასია
ირანი რეგიონში, როგორც სომხეთის ისე აზერბაიჯანის ტერიტორიებზე ნებისმიერი უცხოური წარმოდგენილობის წინააღმდეგია. ამის შესახებ ერევანში ვიზიტად მყოფმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხეოსეინ ამირ აბდოლახიანმა სომხეთის საზღვრებზე ევროკავშირის სამოქალაქო დამკვირვებლების განთავსების ფონზე გააკეთა.
ამასთან, ირანელი დიპლომატის თქმით, "თეირანისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რეგიონში შიდა წარმომადგენლების საქმიანობა - ისეთებისა, როგორიცაა პლატფორმა 3+3".
"თეირანი რეგიონში ისტორიული საზღვრების ცვლის ვერანაირ მცდელობას ვერ შეეგუება - ეს ჩვენი წითელი ხაზია და ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ ყველა მსგავსი მცდელობის აღსაკვეთად. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჩვენი ქვეყნის ლიდერთან შევხედრისას მკაფიოდ განაცხადა, რომ ბაქოს არ გააჩნია მიზანი და განზრახვა, რეგიონში რაიმე გეოგრაფიული და სასაზღვრო ცვლილებები განახორციელოს. ჩვენის მხრივ უმაღლეს დონეზე გავაკეთეთ შესაბამისი გაფრთხილება და გაგვაჩნია ყველა შესაძლებლობა, ნებისმიერი მსგავსი იდეის რეალიზების მცდელობა აღვკვეთოთ" - განაცხადა აბდოლახიანმა.
რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განსავითარებლად "ექვსთა პლატფორმის" (თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, საქართველ, სომხეთი) შექმნის აუცილებლობის თაობაზე გასული წლის დეკემბერში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინიციატივას მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანის, ირანისა და რუსეთის ლიდერებმაც. თბილისში კი განაცხადეს, რომ საქართველო რუსეთთან ერთობლივ ვერავითარ ფორმატში ვერ ჩაებმება, სანამ რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. არაერთი ექსპერტი ამ პლატფორმას რეგიონიდან დასავლეთის განდევნის მცდელობად განიხილავს. ამასთანავე, კონფლიქტოლოგთა ნაწილი ფორმატს „მკვდრადშობილად“ მიიჩნევს პოტენციურ მონაწლეთა აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესების გამო. “3+3” ფორმატის ფარლებში პირველი შეხვედრა გასული წლის 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა. მასზე საქარველო წარმოდგენილი არ იყო, თუმცა ორგანიზატორებმა მაინც გამოფინეს საქართველოს დროშა, რასაც ოფიციალურმა თბილისმა მიუღებელი უწოდა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ფორმატთან მიმართებაში.