Accentnews.ge
აქტივისტ ნატა ფერაძის მანქანა დააზიანეს

აქტივისტ ნატა ფერაძის მანქანა დააზიანეს

22/10/2022 14:55:28 სამართალი

აქტივისტ ნატა ფერაძის მანქანაზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს.

ნატა ფერაძე, მომხდარი ფაქტის შესახებ, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა. მისი თქმით, არსებობს ვიდეოჩანაწერიც.

მისი თქმით, სავარაუდოდ, მომხდარი ვაკის პარკში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მის ბოლო დროინდელ აქტივობებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვი, 13 წლის გოგონა, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S