იტალიის პრემიერ-მინისტრი - ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად
23/10/2022 16:41:23 პოლიტიკა
იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემ დანიშვნასთან დაკავშირებით მოლოცვვისთვის ვუხდი მადლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ტვიტერში წერს.
როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ყველაფერს გააკეთებს იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად
"იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემ დანიშვნასთან დაკავშირებით მოლოცვვისთვის ვუხდი მადლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად და თქვენი ერის მიერ არჩეულ გზაზე დახმარების აღმოსაჩენად", - წერს იტალიის პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჯორჯია მელონის იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
I am grateful for the thought you had for me @GharibashviliGe. We will do everything necessary to strengthen relations between Italy and Georgia and support the path of your nation.
— Giorgia Meloni 🇮🇹 ن (@GiorgiaMeloni) October 23, 2022


