
უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ს და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს
21/05/2019 06:16:20 სხვა, მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ვლადიმირ ზელენსკიმ ინაუგურაციის დღეს, თეთრი სახლისა და კონგრესის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
ცნობისთვის: გუშინ ვლადიმირ ზელენსკიმ თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა და რადა დაითხოვა.
ზელენსკის ინაუგურაციას ხუთი ქვეყნის – საქართველოს, ლიეტუვას, ლატვიის, უნგრეთის და ესტონეთის პრეზიდენტები დაესწრნენ. ცერემონიაზე მიწვეული იყო უკრაინის ყველა ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩის გარდა.