Accentnews.ge
ბრაიზა – რასმუსენის წინადადებაზე: "საქართველომ უნდა მოახერხოს ნატო-ს წევრების, განსაკუთრებით აშშ-ს დარწმუნება, რომ ინიციატივა მომგებიანია"

ბრაიზა – რასმუსენის წინადადებაზე: "საქართველომ უნდა მოახერხოს ნატო-ს წევრების, განსაკუთრებით აშშ-ს დარწმუნება, რომ ინიციატივა მომგებიანია"

18/10/2019 07:40:35 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა

ამერიკელი დიპლომატი მეთიუ ბრაიზა მიესალმება ნატო–ს გენმდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გაჟღერებულ იდეას და ფირობს, იდეის მომგებიანობაში აშშ–ს და ნატო–ს სხვა წევრების დარწმუნება საქართველომ უნდა მოახერხოს. საუბარია იდეაზე, რომელიც გულისხმობს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას იმ დათქმით, რომ პირველ ეტაპზე კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატო–ს წესდების მეხუთე მუხლი მხოლოდ ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ამოქმედდება. 

„რასმუსენის იდეა შესანიშნავია სიტუაციის შესაცვლელად. ეს გამოყოფილ რეგიონებს საქართველოს არ დაუბრუნებს, მაგრამ ქვეყანას მისცემს უსაფრთხოების გარანტიებს და ალიანსის წევრობას. შესაძლოა, ეს წარმოსახვითია, მაგრამ არა უპრეცედენტო. კვიპროსშიც მსგავსი რამ მოხდა, როცა ევროკავშირმა მიიღო კუნძული მის შემადგენლობაში...როდესაც მსგავსი მიმართულებით ვსაუბრობთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, შეგვიძლია განვიხილოთ, რომ ყველა რეგიონი გახდეს ნატო-ს წევრი, მხოლოდ მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს ამ ტერიტორიებზე“, - აცხადებს ბრაიზა „საქართველოს ინსტიტუტთან უსაფრთხო პოლიტიკისთვის“ ინტერვიუში.

რაც შეეხება შიშებს, რომ იდეამ შესაძლოა, საქართველოს საკუტარი ტერიტორიები დააკარგვინოს, ამერიკელი დიპლომატი თქმით, მომავალში იქნებიან გარკვეული რუსეთთან დაახლოებული ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოზე ზეწოლას განახორციელებენ, აღიაროს აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელ ქვეყნებად.

„ნატო-ს წევრ ქვეყნებს ჯერ ეს საკითხი არ განუხილავთ. ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ აიცილონ წევრი სახელმწიფოების კრიტიკა, განსაკუთრებით აშშ. თუ პრეზიდენტი ტრამპი დაიწყებს ან წინადადებაზე საუბარს, თუნდაც ანგელა მერკელი ან პრეზიდენტი მაკრონი, მაშინ გენერალური მდივანიც უფრო გახსნილად ისაუბრებს ამ მიმართულებით. პირველ რიგში, გადაწყვეტილება წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს... ჯერ ისინი მხარს არ უჭერენ ამ იდეას, თუმცა იმედი მაქვს, მომავალში ასე მოხდება“, - აღნიშნავს ინტერვიუში ბრაიზა.

ცნობისთვის: ანალოგიური კითხვა 17 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დაუსვეს. მან განაცხადა, რომ საკითხზე პარტნიორ ქვეყნებთან მუშაობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S