Accentnews.ge
რუსეთი აზერბაიჯანსა და ირანთან "რეშტ-ასტარის" მონაკვეთის მშენებლობის დასასრულებლად მოლაპრაკებებს მართავს

რუსეთი აზერბაიჯანსა და ირანთან "რეშტ-ასტარის" მონაკვეთის მშენებლობის დასასრულებლად მოლაპრაკებებს მართავს

24/10/2022 09:36:22 კავკასია, მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო სარკინიგზო ჰოლდინგი მოლაპარაკებებს აწარმოებს აზერბაიჯანსა და ირანთან "რეშტ-ასტარის" (ირანი) მონაკვეთის მშენებლობის დასრულების თაობაზე, - იუწყება რუსული ТАСС.

"ეს მონაკვეთი მართლაც სერიოზული წინაღობაა სარკინიგზო მარშრუტის ერთიანი ჯაჭვის შესაკრავად. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ხაზი გვჭირდება, ამდენად, ამჟამად ძალზე ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ირანულ და აზერბაიჯანულ მხარეებთან, რათა ამ მარშრუტის ამოქმედებას მივაღწიოთ" - განაცხადა რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელის მოადგილემ სერგეი პავლოვმა.

მისივე თქმით, რუსეთის რკინიგზა უკვე იყენებს "რეშტ-ასტარის" მარშრუტს მულტიმოდალური გადაზიდვების ფარგლებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S